logo
ENG



პოლონეთიდან საქართველოს მოქალაქეები მინსკი-ერევნის რეისით დაბრუნდებიან ქვეყანაში

12 აპრ 202015:58
3 წუთის საკითხავი
 
t0pbdi5fib8mkxm.jpg

პოლონეთის რესპუბლიკაში მყოფი საქართველოს 71 მოქალაქეს სპეციალური ავტობუსებით ბელარუსში გადაიყვანენ, საიდანაც მინსკი-ერევნის რეისით ისარგებლებენ. ერევნიდან კი ისევ ავტობუსებით ჩამოვლენ საქართველოში.

ქვეყანაში ჩამოსვლის შემდეგ ისინი გაივლიან სამედიცინო შემოწმებას და გადავლენ საკარანტინო ზონებში.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში უცხოეთიდან ქვეყნის 5319 მოქალაქე დაბრუნდა. 

შეგახსენებთ, რომ ქვეყანაში საყოველთაო კარანტინი და კომენდანტის საათია გამოცხადებული. მოქალაქეებს გარკვეული შეზღუდვები დაუწესდათ. მათ შორის, ქვეყნის მასშტაბით 21:00 საათიდან, დილის 06:00 საათამდე ტრანსპორტის და ქვეითად მოსიარულეთა გადაადგილება იკრძალება.

საქართველოში ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა. ქვეყანაში უკვე დაფიქსირებულია შიდა გადაცემის ფაქტებიც. ამ დროის მონაცემებით, აღრიცხულია ინფიცირების 252 შემთხვევა - აქედან 63 გამოჯანმრთელებულია.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ვირუსი პანდემიად 11 მარტს გამოაცხადა.


close დახურვა